суббота, 13 декабря 2008 г.

ბავშვთა შრომა

1. პროექტის სახელი:,, ბავშვთა შრომა''

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები შეისწავლიან ბავშვთა შრომას საქართველოში და მსოფლიოში.


3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ ბავშვთა მუდმივი შრომის შემთხვევებს.ავლენენ სამუშაოს,რომელიც ხელს უშლის ბავშვებს სკოლაში სიარულში.აღწერენ სამუშაოებს, რომლებიც სახიფათოა ბავშვებისათვის და საზიანო მათი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობისათვის.
ადგენენ ბავშვთა შრომის მიზეზებს:ეროვნულ-კულტურული ტრადიციებიდან სიღარიბის სიტუაციამდე,როდესაც ოჯახს ჭირდება ბავშვის მიერ გამომუშავებული ხელფასი.მოიძიებენ ბავშვების მიერ დამზადებული პროდუქციის ნიმუშებს.აწყობენ აქციებს, წარმოდგენებს ბავშვთა უფლებების უკეთ გაცნობის მიზნით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ინტერვიუებს, აწყობენ კონფერენციებს,ფოტონამუშევრების გამოფენებს.მოსწავლეებს ამ თემაზე შეუძლიათ დაწერონ ლიტერატურული ნაწარმოებები.მოსწავლეები ეცნობიან საერთაშორისო და რეგიონალურ დოკუმენტებს ბავშვების შესახებ.

4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:10-17 წელი/ V-XIკლასები.

5.ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის დეკემბერი – 2009 წლის მაისი.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის მოძიება ბავშვთა შრომის შესახებ საქართველოში და მსოფლიოში.სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული და კულტურული ტრადიციების გაცნობა.ამ თემაზე დისკუსიების,პრეზენტაციების მოწყობა.

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ.გაიხსნება ფორუმი თემის ირგვლივ.შეიქმნება ვებგალერეა ფოტომასალით.

8.სარგებელი სხვებისათვის:პროექ ტში დასმული პრობლემა მიიპყრობს უფროსების და ბავშვების ყურადღებას.მეტად გაუფრთხილდებიან ბავშვების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას,გაეცნობიან ბავშვთა უფლებებს.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ სხვადასხვა უნარებს:ისტორიაში-გამოიკვლევენ საკუთარი და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს,გეოგრაფიაში-განსაზღვრავენ ამა თუ იმ ადგილის მდებარეობას,ბიოლოგიაში-გაეცნობიან ბავშვის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს,ხელოვნებაში-შექმნიან ნახატებს და გადაიღებენ ფოტოებს,საინფორმაციო ტექნოლოგიებში-მოიპოვებენ,დაამუშავებენ და გაავრცელებენ მასალებს,სამოქალაქო განათლებაში-პატივს სცემენ ადამინის ღირსებას და უფლებებს,გამოიჩენენ თანაგრძნობას და მზრუნველობას.

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:თამარ დავითიძე. ვარიანის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tdavitidze@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?14@@.1eac428e

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://bavshvtashroma.blogspot.com/

2 комментария:

mariami комментирует...

ძალიან კარგი ჩანაფიქრია. გისურვებ წარმატებას.

მარიამ ხუციშვილი

ინგა комментирует...

მოგესალმები თამარ. ძალიან კარგი პროექტია. გისურვებ წარმატებებს.
პატივისცემით ინგა